საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში პოზიტიურად იხსენებს 2019 წელს შეერთებულ შტატებში ვიზიტს – იმ დროს, დროცა ამერიკაში ჯერ კიდევ ტრამპის ადმინისტრაცია იყო.
„იმავე წელს [2019] ვიყავით აშშ-ში, ვაშინგტონში შეხვედრები გვქონდა სახელმწიფო დეპარტამენტში. იქ აქვთ რელიგიური თავისუფლების დეპარტამენტი და იყო მისი ხელმძღვანელი სამუელ ბრაუნბეკი, მასაც ვუთხრით ეს. ჩვენი სათქმელი იყო ეს – იმ დროს ძალიან უსამართლო და დიდი, ცილისმწამებლური წნეხი იყო ეკლესიაზე. ჩვენ შესახებ ისინი იგებდნენ და დასკვნებს აკეთებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებიდან და ჩვენ ვუთხარით, რომ მზად ვართ პირდაპირ საურთიერთობოდ”, – აღნიშნავს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
იგი არასამთავრობოების ინტერესზეც საუბრობს.
„არასამთავრობოები ამ შემთხვევაში დაინტერესებულები არიან, რომ აჩვენონ თავიანთი როლი საზოგადოებაში რაღაცის გამოჯანსაღებაში და რომ ეკლესია ამ შემთხვევაში არის საფრთხე, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები არიან საქართველოს გადარჩენა და ამით თავიანთ რაღაც ფუნქციას პოულობენ. [ვუთხარით, რომ] ამ პრიზმით დანახული ეკლესია სრულიად დამახინჯებული მოდის თქვენამდე, ამიტომ ღია ვართ, გვესაუბრეთ, ყველაფერს გეტყვით. იგივე ვუთხარით – რომ ეს ლგბტ დღის წესრიგი, ოჯახზე შეტევა ძალიან აზიანებს განწყობებს დასავლური პოლიტიკისადმი”, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
