სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გელა გელაძემ სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტს მრავალფუნქციური, სპეცდანიშნულების და სწრაფი რეაგირების ტაქტიკური სატრანსპორტო საშუალებები გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.
როგორც გელაძემ აღნიშნა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სატრანსპორტო საშუალებები ხელს შეუწყობს დეპარტამენტის საქმიანობისა და შესაძლებლობების გაძლიერებას.
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს დანაყოფების მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერებას და თანამედროვე აღჭურვილობით უზრუნველყოფას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გეკა გელაძემ სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტს მრავალფუნქციური, სპეცდანიშნულების და სწრაფი რეაგირების ტაქტიკური სატრანსპორტო საშუალებები გადასცა და განაცხადა, რომ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სატრანსპორტო საშუალებები ხელს შეუწყობს დეპარტამენტის საქმიანობისა და შესაძლებლობების გაძლიერებას.
გელა გელაძის თქმით, წლის ბოლომდე სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტს დამატებით კიდევ რამდენიმე ათეული ჯავშანმანქანა, მაღალი გამავლობის და ოპერატიულ-ტაქტიკური სატრანსპორტო საშუალებები გადაეცემა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეტაპობრივად განახორციელებს სხვადასხვა დანაყოფის ადამიანური რესურსის, სათანადო ინფრასტრუქტურის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაუმჯობესებას“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.
