გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 6 ივლისის დღის ბოლოდან 9 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, კახეთის რეგიონში ძალიან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, კახეთის რეგიონის პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე კახეთის რეგიონში – მაღალი, დანარჩენ ტერიტორიაზე – საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
კომენტარები
