სულხან-საბა ორბელიანის არჩევანი ნამდვილად არ იქნებოდა კირ სტარმერის განცხადება, რომელიც ამაყობს, რომ ყველაზე მაგარი გეი პარლამენტი ჰყავს, – განუცხადა „ქრონიკას“ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
აღნიშნული განცხადებით იგი გამოეხმაურა ანდრია ჯაღმაიძესთან „იმედის კვირის“ ექსკლუზიურ ინტერვიუს, სადაც დეკანოზმა თქვა, რომ ეკლესიას ევროპიდან ლგბტ პროპაგანდაში დახმარებას სთხოვდნენ.
გურამ მაჭარაშვილის თქმით, ანდრია ჯაღმაიძის განცხადება მტკიცებულებაა იმის, რაზეც „ხალხის ძალა“ საუბრობდა.
„მტკიცებულებაა იმის, რასაც ჩვენ ვამბობდით განსაკუთრებით ბოლო წლებში, როდესაც ვსაუბრობდით შეტევაზე ევრობიუროკრატიიდან აქ, საქართველოში ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებასთან დაკავშირებით.
ორი-სამი თვის წინ უკრაინაში მათი ეკლესიის მეთაურის დაკრძალვაზე იყო სამასიოდე ადამიანი და იგივე უკრაინაში, გეი აღლუმზე იყო 5 ათასამდე ადამიანი. აი, ეს მოცემულობა უნდოდათ საქართველოში, რაც, რა თქმა უნდა, არ მოხდებოდა. ასევე, იმ ვაი, ვითომ ევროპელებს მინდა მივმართო, ვინც ამბობს, რომ ჩვენი წინაპრების არჩევანია ევროპა, ჩვენი წინაპრების და მათ შორის, სულხან-საბა ორბელიანის არჩევანი ნამდვილად არ იქნებოდა [კირ] სტარმერის განცხადება, რომელიც ამაყობს, რომ ყველაზე მაგარი გეი პარლამენტი ჰყავს“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
