ირანის პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამად ბაღერ ღალიბაფი სოციალურ ქსელ X-ში აშშ-თან ბოლო დღეებში არსებულ სამხედრო ესკალაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამერიკას ჯერ კიდევ ვერ გაუგია, რომ დაშინება და პირობის დარღვევა უკვე პასუხგაუცემელი აღარ დარჩება.
როგორც ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, ჰორმუზის სრუტე მხოლოდ „ირანული პირობებით“ გაიხსნება და არა ამერიკული მუქარების შედეგად.
„ამერიკას ჯერ კიდევ ვერ გაუგია, რომ დაშინება და პირობის დარღვევა უკვე პასუხგაუცემელი აღარ დარჩება. პირდაპირ ვიტყვი: თუ დაგვარტყამთ, საპასუხო დარტყმას მიიღებთ. ნუ ფართხალებთ უაზროდ, რადგან ასე კიდევ უფრო ღრმად ჩაიძირებით: ჰორმუზის სრუტე მხოლოდ „ირანული პირობებით“ გაიხსნება და არა ამერიკული მუქარების შედეგად“, – დაწერა ღალიბაფმა.
კომენტარები
