ვაშინგტონში პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ მინისტერიალი სახელმწიფო მდივანმა გახსნა. შეხვედრას 60-მდე ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებიან. მათ შორის, მარკო რუბიოს მიწვევით, საქართველოს პირველი დიპლომატი. მაკა ბოჭორიშვილი დღეს სიტყვით გამოვა.
სადამდე მიიყვანა მსოფლიო ძალადობის და ტერორიზმის პოლიტიკური გამოხატვის ლეგიტიმურ ფორმად წარმოჩენის მცდელობებმა – ამის შესახებ კი მარკო რუბიომ ვრცელად ილაპარაკა და აღნიშნა, რომ უნდა დასრულდეს ის ეპოქა, სადაც მემარცხენე ძალადობა არამხოლოდ გამართლებულად, ხელშეუხებელ მოვლენად მიიჩნეოდა.
კომენტარები
