ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი – ,,ბათუმის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები -,,კოკაინი“ და ,,მდმა“ აღმოაჩინეს.
სამართალდამრღვევ მოქალაქეს განსაკუთრებულ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებები ტანსაცმლის ჯიბესა და ვიტამინებისთვის განკუთვნილ ქილებში სხვადასხვა დასახელების მედიკამენტებთან ერთად, მალულად ჰქონდა განთავსებული.
კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ, გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
