დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეცნიერო კვლევით ცენტრის ორგანიზებით გაიმართა სამეცნიერო სტუდენტური კონფერენცია „ციფრული ეპოქა და ადამიანის უფლებები: სამართლებრივი პერსპექტივები“.
კონფერენცია გახსნა და მონაწილეების სიტყვით მიმართა აკადემიის მეთაურმა ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ. აკადემიის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა აკადემიაში სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის კიდევ უფრო მეტად განვითარების და გაღრმავების მნიშვნელობაზე. კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ აკადემიის პერსონალი და მოწვეული სტუმრები.
პრეზენტაციების მიმდინარეობისას მოხსენებები გაკეთდა სამართლის სხვადასხვა მიმართულებებით და განხილული იქნა სამეცნიერო – კვლევითი სიახლეები. კონფერენციის მსვლელობის დროს დამსწრე აუდიტორიის მხრიდან დაისვა არაერთი საინტერესო კითხვა, რაზეც მომხსენებლებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს ამომწურავი პასუხები.
კონფერენციის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
