ნორმალიზდა და უბრუნდება ნელ-ნელა იმ პარტნიორულ ურთიერთობებს, რაც რეალურ ურთიერთობებში უნდა არსებობდეს, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ხელაძემ საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობებზე.
მისი თქმით, ყოფილი ელჩი პეტერ ფიშერი ამ ურთიერთობებში შავ ლაქად დარჩა.
„პეტერ ფიშერი დარჩა ერთ-ერთ ყველაზე შავ ლაქად საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობების ისტორიაში. რაც შეეხება ახალ მოვლენებს, ეს არის უმნიშვნელო ცვლილებები, რაც ისედაც ნორმალურ პირობებში უნდა ყოფილიყო. ნორმალიზდა და უბრუნდება ნელ-ნელა იმ პარტნიორულ ურთიერთობებს, რაც რეალურ ურთიერთობებში უნდა არსებობდეს“, – აღნიშნა ხელაძემ.
კომენტარები
