სასტიკი თავდასხმა ვერაზე, რომელსაც 17 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა – შანიძისა და ხორავას ქუჩების გადაკვეთაზე ცეცხლი არასრულწლოვანებს გაუხსნეს. ერთ-ერთი ვერსიით, თავდამსხმელის აგრესიის მიზეზი ახალგაზრდების ხმამაღალი ლაპარაკი გახდა.
მომხდარის შედეგად დაჭრილია კიდევ ორი მოზარდი და ერთი გამვლელი ქალი. პოლიციამ 42 წლის ნიკოლოზ კაპანაძე ცხელ კვალზე, შანიძის ქუჩაზე მდებარე სასტუმროში დააკავა. აყვანის ოპერაციისას ბრალდებულმა სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობაც გაუწია.
კომენტარები
