შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმაჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში კომპეტენციის მინიმალური ზღვარი აბიტურიენტების 15%-მა ვერ გადალახა.
მაია მიმინოშვილის თქმით, აბიტურიენტების საგამოცდო პროცესი გუშინ ფიზიკასა და ხელოვნების გამოცდით დასრულდა. დღეს კი გამოცდებს მაგისტრობის მსურველი სტუდენტები ჩააბარებენ და ამით მთლიანად საგამოცდო პროცესი სრულდება.
რაც შეეხება გამოცდების შედეგების აპელაციას, აბიტურიენტს საკუთარი ნაშრომების ხილვის შემდეგ აპელაციისთვის 5 დღის ვადა ექნება.
წელს ერთიან ეროვნულ გამოცდაში 29 000 აბიტურიენტი მონაწილეობდა. მათგან 3% გამოცდაზე არ გამოცხადდა.
ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები, მაია მიმინოშვილის განცხადებით, 5 აგვისტომდე გამოქვეყნდება.
კომენტარები