ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ, სიძულვილის ენის გაღვივების ხელშემწყობი პოლიტიკოსების მკაცრი დასჯა მოითხოვა.
ანჯაფარიძის შეფასებით, ორმაგი სტანდარტები ხელს უშლის ურთიერთობების გადატვირთვას დასავლეთთან, ვინაიდან, მოლდოვის ხელისუფლებას თუ უფლება აქვს სიძულვილის ენა აღკვეთოს, დასავლელი აქტორების მოსაზრებით, იმავე ნაბიჯის გადადგმის უფლება საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს.
„რა გამოდის, მოლდოვის ხელისუფლებას აქვს უფლება მკაცრად აღკვეთოს სიძულვილის ენა ინტერნეტში, იმიტომ რომ დასავლეთის ფავორიტია, ხოლო საქართველოს ხელისუფლებას კი ამის უფლება თურმე არ უნდა ჰქონდეს, თუ აშშ-ის საელჩოს და სხვა დასავლელი აქტორების „ლოგიკას“ დავეყრდნობით.
სწორედ ორმაგი სტანდარტები და მიდგომებია ის ერთ-ერთი მიზეზი, რაც ხელს უშლის ურთიერთობების გადატვირთვას დასავლეთთან. სამწუხაროდ, ჯერჯერობით არაფერი მიუთითებს, რომ აშშ და ევროპა საქართველოსთან მიმართებაში ამ მავნე ტვირთისგან თავისუფლდებიან“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.
