დღეს საქალაქო სასამართლო გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს.
გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე ვარაუდობს, რომ ორივე ბრალდებულს სასამართლო პატიმრობაში დატოვებს.
„მე ვფიქრობ, დღეს მოსამართლე დატოვებს პატიმრობაში ორივე ბრალდებულს, თუმცა ეს მოსამართლის გადასაწყვეტია. 20 ოქტომბერს უკვე იკვეთებოდა ნია იმნაძის ის ბრალი, რაც ახლა წაუყენა მას პროკურატურამ. იკვეთებოდა ჩემი გადასახედიდან, მაგრამ პროკურატურა ასე ეჭვზე და ვარაუდზე ხომ ვერ წაუყენებდა ბრალს?! მათ ის განადგურებული მტკიცებულებები აღადგინეს. ეს ტრენდი ვინც წამოიწყო, რომ „არასრულწლოვანი კიკინებიანი ბავშვები დაგვიკავეს“, ვის ტვინშიც ეს მოიხარშა, ის არის საზოგადოებისთვის საშიში. ვინც ამბობს იმას, რომ ხალხი არის ბრბო – არა, ხალხი არის საზოგადოება და მე ამას კარგად მივხვდი“, – განაცხადა ეკა კუპატაძემ.
პროკურატურამ გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინა.
