ჩინეთის ხელისუფლებამ ტაიფუნ „დოლფინის“ გამო ქვეყნის აღმოსავლეთით მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.
მეტეოროლოგიური სამსახურების ცნობით, ჯეძიანის პროვინციაში ქარის მაქსიმალური სიჩქარე საათში 150 კილომეტრს აღწევდა. ტაიფუნმა რეგიონში შეაჩერა სატრანსპორტო მიმოსვლა – მხოლოდ შანხაიში 1 400 ფრენა გაუქმდა. ჩინეთის ხელისუფლებამ მანამდე „დოლფინის“ გამო განგაშის უმაღლესი, წითელი დონე გამოაცხადა, თუმცა ორშაბათ დილისთვის ის უკვე ტროპიკულ შტორმამდე შემცირდა.
შტორმი ქვეყნის შიდა რაიონებისკენ გადაადგილდება და ხელისუფლება ოთხშაბათამდე კვლავ აფრთხილებს მოსახლეობას მოსალოდნელი კოკისპირული წვიმის, ძლიერი წყალდიდობებისა და მეწყრული პროცესების რისკის შესახებ.
კომენტარები
