კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ ჭიათურის სოფელ მღვიმევის ე. წ. სერის უბნის დასახლებამ დაზიანებული საავტომობილო და შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციის თხოვნით მიმართა.
როგორც „კვირას“ მოსახლეობასთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ლევან აბრამიშვილმა განუცხადა, კომპანიამ მოსახლების პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა აქტიურად დაიწყო და სარემონტო სამუშაოებს მალევე შეუდგა. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, სოფელს ეს პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებდა. გადაადგილება გართულებული იყო როგორც ტრანსპორტით, ასევე ფეხით მოსიარულეთათვის .
„პრობლემა მრავალი წელია არსებობს. მადნის გადაზიდვის პროცესში, მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილებას განვითარებული ბუნებრივი მეწყრული პროცესებიც ემატებოდა, რის გამოც გზა ამორტიზებული იყო“,- აცხადებს სოფელ მღვიმევის მკვიდრი ნინო დვალი.
მოსახლეობასთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი „კვირასთან“ საუბრისას ამბობს, რომ 200-მეტრიანი გზის მონაკვეთის მშენებლობა უკვე დასრულდა, თუმცა კიდევ არის ერთი მონაკვეთი, რომელის შეკეთებასაც, მოსახლეობის თხოვნით, დაახლოებით ორ კვირაში დაიწყებენ.
“ჯორჯიან მანგანეზის“ ჭიათურის სამთო გამამდიდრებელმა კომბინატმა სოფელ მღვიმევში გზის 200-მეტრიანი მონაკვეთი აღადგინა
2017/07/30 11:25:19
„სულ რაღაც ორი კვირაა, რაც 200-მეტრიანი გზის მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობდა, ალბათ, წლობით არ იყო გაწმენდილი გზები და წვიმის სადინარი არხები. დაახლოებით, თვე ნახევარი, ორი თვე დაგვჭირდა, მოგვეგვარებინა აღნიშნული პრობლემა. თავდაპირველად, გზის ზედაპირი მოსწორდა და ღრმული ადგილები ხრეშით ამოივსო. ეს იყო მოსახლეობის თხოვნა, თუმცა, ბოლომდე კიდევ არ გვაქვს დამთავრებული, დაბლა არის ერთი მონაკვეთი, სადაც წყალი დგება და ხრეშია დასაყრელი. სამუშაოები, დაახლოებით, ერთ კვირაში განახლდება და ყველაფერს ბოლომდე დავასრულებთ. მოსახლეობის თხოვნას ყოველთვის ითვალისწინებს კომპანია, თუმცა, ჩვენი ვალდებულება ეს არ არის“,- განაცხადა ლევან აბრამიშვილმა.
კომენტარები
ნანახია: 1274 ჯერ