რა ბინძური სალანძღავი სიტყვები არ ისროლეს „ოპოზიციონერებმა” ჩემი მისამართით ამ დღეებში. დააკვირდით რომ მიახლოებითაც კი ვერ უბედავენ იმავეს ივანიშვილს, თან ძალიან სასაცილოა, რომ ილანძღებიან და შემდეგ საკუთარ გვერდს კეტავენ კომენტარებისთვის, იციან რა ხალხის რეაქცია “თქვა მან და ბუჩქებში გაუჩინარდა”, რაც მაფიქრებინებს, რომ ესენი ამას იძახიან არა იმდენად ხალხის, არამედ ერთი კაცის გასაგონად, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ყოფნა-არ ყოფნის გამოწვევის წინაძე პარტიები აღარაა აქტუალური და ყველა პატრიოტს ერთიანობა მართებს.
„მიუხედავად ყველაფრისა, მე არ ვარ მათზე გაბრაზებული, უბრალოდ ძალიან იმედგაცრუებული ვარ. თუმცა არავის ვაპატიებ მინიშნებასაც კი აფხაზეთის დათმობაზე, რა უფლება გვაქვს მომავალი თაობების ნაცვლად ასეთი გადაწყვეტილების მიღების? თუ კარგად წაიკითხავთ ყველა ჩემს გამონათქვამს, ნახავთ რომ არასდროს არცერთი სალანძღავი სიტყვა არ დამცდენია, მხოლოდ იმის თქმა მსურს, რომ ამ კონკრეტულ “მოღვაწეებთან” ერთად ბრძოლაში წასვლა საშიშია, ვინაიდან ეს დამარცხების რეპეტიციაა. ეს გამოცდილება უნდა გავითვალისწინოთ. ხოლო ყველა ნამდვილ მებრძოლს და პატრიოტს სრული ერთიანობა გვმართებს ამ დიდი ძნელბედობის ჟამს. პარტიები საერთოდ აღარაა აქტუალური, ყოფნა-არ ყოფნის, ამ მასშტაბის, გამოწვევის წინაშე“, – წერს სააკაშვილი.
