ფეისბუკ პოსტებით ოპოზიციის ბრძოლა გრძელდება. მიხეილ სააკაშვილს თამარ ჩერგოლეიშვილისგან ამჯერად თაკო ჩარკვიანი იცავს. ის სააკაშვილს სახელმწიფოს მშენებელს უწოდებს, ჩერგოლეიშვილს კი დასცინის.
„ვახ ,მართლა მიკვირს , გეფიცებით, რანაირად მოახერხა სააკაშვილმა ამდენი ბოღმიანის და “პატარა კაცის” გვერდით სახელმწიფოს შენება და რეფორმები.
სამარცხვინო სანახავია! ფუჰ…….
“ჩერგოს ჩირგვებში “ უკეთესი “კეთილდღეობის” იმედით “ალიანსი-პასიანსი”.
ვაი თქვენს პატრონს “პატივცემულებო”, – წერს ჩარკვიანი.
ეს გუშინდელი პოსტის გაგრძელებაა, სადაც „ფედერალისტების“ ლიდერმა პატიმარ სააკაშვილს მანიპულატორი, მის თანაგუნდელებს კი მფრინავი მაიმუნები უწოდა.
ჩერგოლეიშვილის თქმით, სააკაშვილი ისე ებრძვის „კოალიცია ცვლილებებს“, როგორც წარსულში „ევროპულ საქართველოს“.
კომენტარები
