ცნობილი მასწავლებელი ნინო გელდიაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ცნობას, რომ მისი უმცროსი შვილი დაიღუპა.
“ჩემი ნაბოლარაც, იოსები – ჯოზიკო, აღარ მყავს. ძმები სულ ერთად იყვნენ და ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ნეტავ მჯეროდეს, რომ ერთად და კარგად არიან. სულ მინდოდა საუკეთესო დედა ვყოფილიყავი და თურმე ურჩხული ვყოფილვარ. მიხედე შენს ძმას, რასაც ყოველთვის აკეთებდი”.
კიდევ ერთ პოსტში გარდაცვალების მიზეზზე შემდეგს წერს:
“ამ საკითხზე მითქმა-მოთქმის გამო ვწერ:ჩემი ნაბოლარას, იოსებ გელდიაშვილი – ჯოზიკო, გარდაცვალების მიზეზია – სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები, რომლებიც მჭრელი და მჩხვლეტავი იარაღით იყო მიყენებული. სისხლის სამართლის საქმე დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, კერძოდ, თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა.რა მოხდა? არ ვიცი…”
გასულ წელს, ნინო გელდიაშვილის უფროსი ვაჟი, ექიმი-ანესთეზიოლოგი გიორგი გელდიაშვილი გარდაიცვალა, ამის მიზეზად იმხანად ნარკოტიკების მოხმარება დასახელდა.
