ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რაჭის განვითარება და მაქსიმალურად გავაგრძელებთ ზრუნვას იმისათვის, რომ რაჭა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და გალამაზდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ამბროლაურში განაცხადა, სადაც “ფუძეობის“ სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებულ ღონისძიებებს დაესწრო.
მთავრობის მეთაურმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად, რაჭველებს „ფუძეობის“ დღესასწაული მიულოცა.
„ჩემს მშობლიურ კუთხეში აღვნიშნავთ „ფუძეობას“, რომელიც არის არაჩვეულებრივი დღესასწაული. მინდა, მთელ რაჭას, რაჭველებს მივულოცო დღევანდელი დღე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რაჭის განვითარება და თითოეული ჩვენგანი მაქსიმალურად გავაგრძელებთ ზრუნვას იმისათვის, რომ რაჭა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და გალამაზდეს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საპატიო და ღვაწლმოსილი მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.
„ფუძეობის“ სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით, ამბროლაური გაიმართა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციისა და ნამუშევრების გამოფენა, ასევე ადგილობრივი ფოლკლორული და შემოქმედებითი ანსამბლების კონცერტი.
















