„მოერიდეთ ნებისმიერ უცხო საერთაშორისო ნომერზე გადარეკვას“, – ამის შესახებ კომპანია “მაგთიკომი” აბონენტებს აფრთხილებს.
მათივე თქმით, თუ მომხმარებელი უცხოეთიდან ზარს არ ელოდება საერთაშორისო ნომრებიდან შემოსულ ზარებს არ უპასუხოს. კომპანიის განცხადებით, ბოლო პერიოდში გახშირდა ზარები შემდეგი საერთაშორისო ნომრებიდან:
0067570894048;
0067570894045;
0067570894046
კომპანიის განცხადებით, ნომრები საერთაშორისოა და გადარეკვის შემთხვევაში აბონენტს ზარის საფასური ჩამოეჭრება.
“მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, მაგთიკომი ასეთ შემთხვევებში დაუყოვნებელ რეაგირებას ახდენს:
1. აღნიშნულ ნომრებს ბლოკავს (საერთაშორისო კოდის 00 ან 1010-ის გამოყენებით)
2. აფრთხილებს მომხმარებლებს ოფიციალური ვებ-გვერდისა და სოციალური ქსელების საშუალებით!
ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, აღნიშნული ნომრები უკვე დაბლოკილი იყო”, – ვკითხულობთ “მაგთიკომის” განცხადებაში.
კომპანია მომხმარებლებს მოუწოდებს, იმ შემთხვევაში თუ უცხოეთიდან ზარს არ ელოდებით, მსგავს საერთაშორისო ნომრებზე არ გადარეკოთ.