თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა. 50 წლამდე ქალს საკუთარი ძაღლი დაესხა თავს.
ცხოველისგან თავის დასაღწევად, ძაღლის ლიკვიდაცია გახდა საჭირო. ქალს დაზიანებები სხეულის სხვადასხვა არეში აქვს მიღებული მათ შორის მძიმე დაზიანება აქვს თვალის არეში.
ძაღლისგან დაკბენილი ქალი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც მას თვალზე ოპერაცია ჩაუტარდა.
ექიმების განმარტებით, ქალის მდგომარეობა სტაბილურია.
ფაქტზე გამოძიება 124 -ე მუხლი დაიწყო რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
კომენტარები
