აშშ-ის პრეზიდენტი ჰორმუზის სრუტისთვის „ტრამპის სრუტის“ სახელის დარქმევის ინიციატივით გამოდის.
„ჩვენ ამ ომს ვიგებთ. ჩვენ ვაკონტროლებთ ჰორმუზის სრუტეს. მას „ტრამპის სრუტე“ უნდა ვუწოდოთ. ამით რაღაც სარგებელი მეც უნდა მივიღო“, – განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ ირანის ხელისუფლება ამ იდეით „აღფრთოვანებული“ იქნება.
ტრამპმა ასევე ისაუბრა ონტარიოს ტბაზე, რომელსაც, მისი თქმით, ცოტა ხნის წინ „ამერიკის ტბა“ დაარქვა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნიუ მექსიკოს შტატს, შესაძლოა, სახელი შეეცვალოს და „ახალი ამერიკა“ დაერქვას.
კომენტარები
