დავით გარეჯთან დაკავშირებულ საკითხებს, მთლიანად ამ პროცესს ბატონი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა, კითხვის ნიშანი არ არსებობს.- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
დეპუტატი გამოეხმაურა „ასავალ-დასავალის“ ინფორმაციას, თითქოს ირაკლი ღარიბაშვილის სახელი უკავშირდება ისტორიული კარტოგრაფიული მასალების ქვეყანაში ჩამოტანას.
„მეორე მხრივ, როდესაც ისინი გარდაცვლილი ადამიანის ისტორიით სპეკულირებენ, ეს საშინელი ტრაგედიაა. გულდასაწყვეტია, რომ ბატონი ღარიბაშვილი და „ასავალ-დასავალი“ სინქრონში მოქმედებენ. ორმაგად გულდასაწყვეტია ბატონი ღარიბაშვილის მხრიდან, რომ ამ მეთოდებით „ებრძვის“ თავის ყოფილ გუნდს“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.
კომენტარები
