იმ ადამიანებს მაინც მოვუსმინოთ, ვინც შიგნიდან ხედავს რეალურ სურათს და მაქსიმალურად შორს დავიჭიროთ თავი, დეგრადაციის შეუქცევად პროცესში მყოფი ევროკავშირისგან, – წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში და ბერძენი ევროპარლამენტარის მწვავე გამოსვლის ვიდეოს აზიარებს.
„გუშინ, ევროპარლამენტში ურსულა ფონ დერ ლაიენის ყოველწლიური გამოსვლა – ხმამაღალი განცხადებები უკრაინის დახმარების შესახებ, კანადის ასოცირებულ წევრად მიპატიჟება და ევროკავშირის ძლევამოსილებაზე საუბარი, ჩაძირვის პირას მყოფი ტიტანიკის სცენას ჰგავდა, როდესაც აღსასრულის მოახლოების მიუხედავად ორკესტრი დაკვრას, მგზავრები კი ცეკვას განაგრძობენ.
ალაგ-ალაგ საღი აზრის ხმაც ისმოდა – რამდენიმე ევროპარლამენტარმა ფონ დერ ლაიენის და მთლიანად ევრობიუროკრატიის დანაშაულები მკაცრად გააკრიტიკეს.
იმ ადამიანებს მაინც მოვუსმინოთ, ვინც შიგნიდან ხედავს რეალურ სურათს და მაქსიმალურად შორს დავიჭიროთ თავი, დეგრადაციის შეუქცევად პროცესში მყოფი ევროკავშირისგან“, – აცხადებს შაქარიშვილი.
