ალიანსები შექმნეს და თავისი მიზნები არც დამალეს – არაკონსტიტუციური გზებით ხელისუფლების ჩამოშორება. შემდეგ დაიწყეს არაკანონიერი ფულის ათვისება შიდა პოლიტიკურ საკითხებში და ჩვენ ამის მტკიცებულებები გაგვაჩნია. ზოგიერთი მტკიცებულება თვითონ შეგვაქმნევინეს. ფონდებს უხდიდნენ მადლობებს, რომ რა კარგი ქენით, რომ თანხები გადმოგვირიცხეთ, როდესაც ადგილობრივ არჩევნებში გავდიოდითო, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა, იმ პარტიებზე საუბრისას, რომლებიც საკონსტიტუციო სარჩელში მოხვდნენ.
მისი თქმით, თავდაპირველად ამ პარტიების ნაწილს სერიოზულად არავინ აღიქვამდა, თუმცა მოგვიანებით მათ ალიანების შექმნეს და ღიად დაიწყეს ანტიკონსტიტუციური მოქმედებები.
„როდესაც ამ სარჩელს პირველად წარვადგენდით, იქ ითქვა და დიფერენციაციაც მოვახდინეთ, რომ მართალია X პარტიაზე ძალიან ბევრი მტკიცებულებები გვაქვს, Y პარტიაზეც შეგვიძლია ვთქვათ იგივე მტკიცებულებების წარმოდგენა მაგრამ მივყვებით ევროპულ ტრადიციებს. თუ არსებობს ორგანიზაცია, რომელსაც გავლენა თითქმის არ აქვს, ამინდის შექმნაც კი არ შეუძლია სასამართლო ამას განუხილავადაც კი ტოვებს. ამ მოტივით და წერს, რომ კი, შეიძლება ის არაკონსტიტუციური იყოს მაგრამ იმდენად არასერიოზული ორგანიზაციაა, რომ ამას არ განვიხილავ. ამიტომ პირველი სარჩელი, რომ შევიტანეთ იყო იქ ორგანიზაციები, რომელზეც თავიდან ვთქვით, რომ მოდი, არ შევიტანოთ იმის გამო, რომ როგორც ევროპელები აკეთებენ ჩავთვალოთ არასერიოზულად. მაგრამ მერე და მერე ხან ალიანსები შექმნეს და თავისი მიზნები არც დამალეს – არაკონსტიტუციური გზებით ხელისუფლების ჩამოშორება. თან ასაბუთებდნენ იმით, რომ არჩევნების გზით ამათი ხელისუფლებიდან ჩამოშორება არის შეუძლებელი, ამიტომ უნდა მოვძებნოთ სხვა გზები, არაკონსტიტუციური გზები. შემდეგ დაიწყეს არაკანონიერი ფულის ათვისება შიდა პოლიტიკურ საკითხებში და ჩვენ ამის მტკიცებულებები გაგვაჩნია. ზოგიერთი მტკიცებულება თვითონ შეგვაქმნევინეს. ფონდებს უხდიდნენ მადლობებს, რომ რა კარგი ქენით, რომ თანხები გადმოგვირიცხეთ, როდესაც ადგილობრივ არჩევნებში გავდიოდითო“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
