2 ოქტომბერს ქუთაისში წვიმას ელოდებიან, დღისით +20 და ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმა იქნება ოზურგეთშიც. დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება.
ბათუმშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექი იქნება ფოთში. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი.
ზუგდიდშიც ნალექიანი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.
სოხუმში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, +20 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ლენტეხშიც წვიმას ელოდებიან, დღისით +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ამბროლაურშიც წვიმას ელოდებიან. ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც წვიმაა. დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში ნალექია მოსალოდნელი, დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება.
ახალქალაქშიც წვიმა იქნება, დღისით +12 გრადუსი, ღამით კი +6 იქნება.
ბორჯომშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, +17 იქნება დღისით, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექია მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიან ამინდს ელოდებიან გორში, დღისით +20 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
ცხინვალში წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურშიც ნალექია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება.
ომალოში ნალექიანი დღეა. დღისით +15 ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში წვიმიანი დღე იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
თელავშიც წვიმაა ნავარაუდევი. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.
წვიმაა გურჯაანშიც, დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
სიღნაღშიც ნალექიანი ამინდია, დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში ნალექია მოსალოდნელი. დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც ნალექს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.
