გაგრის დაცემიდან 34 წელი გავიდა. 1992 წლის 1 ოქტომბერს, გაგრაზე შეტევა დაიწყო. აფხაზმა სეპარატისტებმა, ჩრდილო კავკასიელ კონფედერატებთან და რუსულ სამხედრო შენაერთებთან ერთად, ქართულ მხარეს შეუტიეს. ქართველმა ჯარისკაცებმა ქალაქის დასაცავად მტერს წინააღმდეგობა გაუწიეს. თავგანწირული ბრძოლის მიუხედავად, მტერმა, 2 ოქტომბერს, ქალაქი ალყაში მოაქცია.
ამ დღესთან დაკავშირებით, გმირთა მოედნის მემორიალზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.
კომენტარები
