მაშველებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში, მდინარე სუფსაში დამხრჩვალი ერთ-ერთ გოგოს ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
მაშვებელები სამძებრო სამუშაოებს ორი დღის განმავლობაში აწარმოებდნენ.
მდინარე სუფსაში ორი მოზარდი გუშინ დაიხრჩო. ადგილობრივების ინფორმაციით, 12 წლის გოგოები ერთმანეთის დეიდაშვილები იყვნენ, ისინი მდინარეში საბანაოდ შევიდნენ და ადიდებულმა მდინარემ გაიტაცა. ერთ-ერთის ცხედარი მაშველებმა გუშინვე ამოიყვანეს მდინარიდან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
კომენტარები