თამაზ ელიზბარაშვილი აღიარებს მუქარას და საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს. ამის შესახებ მის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია.
ელიზბარაშვილი გამომძიებელსა და პროკურორს საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე მიმართავს.
თამაზ ელიზბარაშვილი 1 სექტემბერს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს. 3 სექტემბერს პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) წარუდგინა.
კომენტარები
