როდესაც ეუთო/ოდირმა 2024 წლის არჩევნებზე დაწერა ის დასკვნა, რითაც აღიარა ის არჩევნები, ჩვენ კარგად გვახსოვს როგორ დაესხა თავს მთლიანად ევრო ბიუროკრატია ეუთო ოდის და მისი გაშავება დაიწყეს, კორუმპირებულ ორგანიზაციასაც უწოდებდნენ და „ქართული ოცნების“ დასაცავი გახდა ეუთო/ოდირის რეპუტაცია, – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაზე საუბრისას ეუთოს არ მიწვევასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ჩნდება კითხვები, რა აზრი აქვს ასეთ დროს მსგავსი სადამკვირვებლო მისიის მოწვევას, რომელსაც შემდეგ აშავებენ ევრო ბიუროკრატები.
„ეს მეტყველებს იმაზე, რომ აშშ-ს ზოგადად საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ აქვს ნდობა დაკარგული. ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც მათ დატოვეს ვენეციის კომისია და კიდევ სხვა ბევრი ორგანიზაცია“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
