ღამით უკრაინულმა დრონებმა რუსეთში ქალაქ დონის როსტოვის ნავთობის ტერმინალზე იერიში მიიტანეს. დარტყმის ადგილზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.
რეგიონის გუბერნატორმა, იური სლიუსარმა დაადასტურა რეგიონში დრონებით თავდასხმა და ქალაქში ხანძარი.
გავრცელებული ცნობით, დრონებმა ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ნავთობის ჩატვირთვის ტერმინალი დაბომბეს. დაზიანებული ტერმინალი დონის როსტოვის ჟელეზნოდოროჟნის რაიონში მდებარეობს. ის გამოიყენება ნავთობპროდუქტების ექსპორტისთვის გადასაზიდად, რუსეთის არმიის საწვავით მომარაგებისთვის და სავალუტო შემოსავლების გენერირებისთვის.
ობიექტის საპროექტო სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 2.5 მილიონი ტონაა. ნავთობის ტერმინალზე წინა დარტყმა 2026 წლის 9 ივლისს მოხდა.
ამასთან, გუბერნატორმა განაცხადა რკინიგზის ხიდის დაზიანების შესახებ, რამაც, მისივე თქმით, გამოიწვია ორივე მიმართულებით მოძრაობის შეჩერება.
