ფლორიდაში ქარიშხალ „ისაიასის“ შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ შტატის გუბერნატორმა, რონ დესანტისმა განაცხადა.
„ამ დროისთვის დადასტურებულია, რომ ქარიშხალთან დაკავშირებულმა მოვლენებმა ექვსი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა“, – განაცხადა დესანტისმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ქარიშხალი „ისაიასი“ ფლორიდის სანაპიროს შაბათს, გამთენიისას დაატყდა თავს. სტიქიის შედეგად ფლორიდაში, ალაბამაში, ჯორჯიასა და მისისიპიში ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ალაბამას შტატის გუბერნატორმა, კეი აივიმ განაცხადა, რომ შტატში ქარიშხალს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
კომენტარები
