ისინი ერთ რესტორანში სხედან და არა სწრაფი კვების ობიექტში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ფაინენშელ თაიმსთან“ ინტერვიუს დროს, დონალდ ტრამპზე, ვლადიმერ პუტინსა და ილონ მასკზე საუბრისას განაცხადა.
ჟურნალისტმა ზელენსკის ჰკითხა – „პრეზიდენტმა ტრამპმა პრეზიდენტ პუტინს სანქციები შეუმსუბუქა დიზელის საწვავის სანაცვლოდ. როგორ აღიქვამთ ტრამპსა და პუტინს შორის ამ ურთიერთობების ხასიათს?“.
„ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი ისეთი პიროვნებაა, რომელიც საუბრობს ამაზე, დაუფარავად და ხმამაღლა, რომ მას მოსწონს ასეთი ადამიანი და პატივს სცემს მათ. რადგან მისთვის, ლიდერები რომლებიც 20, 30, 40 წელი შეიძლება, მართავდნენ, ნიშნავს, რომ ისინი ძალიან ძლიერები არიან, რადგან შეუძლიათ ძალაუფლების შენარჩუნება. მიმაჩნია, რომ ფული, ის უმდიდრესი ადამიანი, ყველაზე მდიდარია, პუტინი მეორე უმდიდრესია, მასკი ….არა, მათ არ ვადარებ … თუ შეიძლება ითქვას, ისინი ერთ რესტორანში სხედან და არა სწრაფი კვების ობიექტში“ – ამბობს ზელენსკი.
კითხვაზე, თუ რამდენად არის გარკვეული ფაქტორი ბიზნესი, ზელენსკი ამბობს, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის ბიზნეს ინტერესები არსებობს.
„ვფიქრობ, მათ სურთ, ჰქონდეთ ენერგეტიკული პროექტები. თუმცა, მათთვის რთულია ამის ქონა, როდესაც ევროპაში ომია. ვგულისხმობ, რომ პოლიტიკურად ეს მარტივი არ არის. რადგან ყველას გაუჩნდება კითხვა, როგორაა ეს შესაძლებელი?! როგორ შეიძლება, აწარმოო საქმე მასთან, ვინც ასეთ აგრესიას ავლენს, იმ დროს, როდესაც სხვები ცდილობენ გადარჩენას, იბრძვიან, იხოციებიან? აქ ბევრი რისკია, დიდი პოლიტიკური გამოწვევა“, – ამბობს ზელენსკი.
