მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი სებასტიან ლეკორნიუ რეგიონებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელებს „ნაწილობრივი და ძალიან ლოკალიზებული“ კომენდანტის საათის საათის დაწესებას სთხოვს. ამის შესახებ მან შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული კრიზისული თათბირის შემდეგ განაცხადა.
ლეკორნიუს თქმით, შეზღუდვები იქნება „ნაწილობრივი“ და „ლოკალიზებული“, რათა ბიზნესი იყოს დაცული. კომენდანტის საათის რუკა ორშაბათს დღისით, მერებთან კონსულტაციების შემდეგ გამოქვეყნდება. ლეკორნიუმ არ გამორიცხა, რომ მთავრობამ საგანგებო მდგომარეობაც გამოაცხადოს, „თუ ეს მიზანშეწონილი იქნება“, თუმცა ამ ეტაპზე კომენდანტის საათი „უფრო შესაფერის ზომად“ მიიჩნევა.
მან ასევე დააანონსა ფართომასშტაბიანი სასამართლო ოპერაცია ძალადობასა და ძარცვაში პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მისაცემად.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა განაცხადა, რომ უქმე დღეებში პოლიციისა და ჟანდარმერიის რაოდენობა გაიზრდება. მან დასძინა, რომ ამჟამად გრძელდება „განხილვები“ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, მასობრივი არეულობებისა და ქალაქებში ძალადობის მართვის დოქტრინასთან დაკავშირებით.
