რაც გინდა, თქვი, რაც გინდა, გააკეთე. თვითონ ფორმა ურთიერთობების დაუბრუნდა [იმას], რაც იყო საბჭოთა კავშირში. რასაც მინდა, იმას გავაკეთებ, რასაც მინდა, იმას ვიტყვი იმიტომ, რომ მე ვარ ბრიუსელი და ამიტომ ეს არის საკმარისი იმისთვის, რომ დაგჩაგრო. შენ არ ხარ ჩემი წევრი და ამიტომ მე შენ დაგჩაგრავ, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ.
მისი თქმით, ევრობიუროკრატიამ დაკარგა პოლიტიკური მორალი სხვა ქვეყნებთან ურთიერთობისას და განსაკუთრებით, საქართველოს მიმართ.
გოგა ხაინდრავა გამოეხმაურა იმ ორმაგ სტანდარტებს, რომელიც დასავლეთს აქვს და აღნიშნა, რომ კრიტიკა, რომელიც ისმის საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესის მიმართ, მიუღებელია.
„ჩვენ ვიყავით მომსწრე, თუ როგორ აუკრძალეს მარინ ლე პენს რომელიც დღეს არის ერთ-ერთი პოპულარული პოლიტიკოსი საფრანგეთში, არჩევნებში მონაწილეობის მიღება. მცდელობა იყო, რომ „ალტერნატივა გერმანიაში“ გაეუქმებინათ. ეს ხომ ბევრად ადრე იყო, ვიდრე საქართველოში დაიწყებოდა ეს პროცესი.
ეს იმაზე მეტყველებს, რომ დაიკარგა მორალი, მორალი აღარ არის. რაც გინდა, თქვი, რაც გინდა, გააკეთე. თვითონ ფორმა ურთიერთობების დაუბრუნდა [იმას], რაც იყო საბჭოთა კავშირში. რასაც მინდა, იმას გავაკეთებ, რასაც მინდა, იმას ვიტყვი იმიტომ, რომ მე ვარ ბრიუსელი და ამიტომ ეს არის საკმარისი იმისთვის, რომ დაგჩაგრო. შენ არ ხარ ჩემი წევრი და ამიტომ მე შენ დაგჩაგრავ“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
