გერმანიის ქალაქ ჰანოვერში ავტომობილი ხალხში შევარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „შპიგელი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად, ხუთი ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მედიის ცნობით, პოლიცია შემთხვევის ადგილთან ახლოს იმყოფებოდა, სამართალდამცავებმა ავტობილის შეჩერების მიზნით, ცეცხლი გახსნეს, თუმცა ეჭვმიტანილებმა გაქცევა შეძლეს.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და საპოლიციო თვითმფრინავი იყო მობილიზებული.
კომენტარები
