საქართველოს კულტურის მინისტრი მაია ბითაძე საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობს საკითხებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა მომავალ წელს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 35 წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა დაადასტურეს მზაობა, კიდევ უფრო გააღრმავონ საერთო ფასეულობებზე დაფუძნებული ქართულ-ებრაული კულტურული ურთიერთობები.
კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ნათია შამათავა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ბაკურაძე ესწრებოდნენ.
ინფორმაციას კულტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
