აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შუალედურ არჩევნებში „დემოკრატიული“ პარტიის გამარჯვების შემდეგ ის „დემოკრატებთან“ მუშაობისთვის მზადაა.
„ჩვენ „დემოკრატებთან“ ვიმუშავებთ, რათა ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი კარგად იყოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მათ უკვე დამირეკეს და ჩემთან მუშაობა სურთ. მაქვს უფლება ყველაფერს ვეტო დავადო, მაგრამ არ მსურს ორი წელი უბრალოდ ვიჯდე და ყველა გადაწყვეტილება დავბლოკო“, – განაცხადა ტრამპმა გამოცემა POLITICO-თან საუბარში.
აშშ-ში 3 ნოემბერს კონგრესის შუალედური არჩევნები გაიმართა. წინასწარი შედეგების თანახმად, „დემოკრატიული“ პარტია სენატში 51 მანდატს იღებს, რაც უკვე საკმარისია უმრავლესობისთვის. „რესპუბლიკურ“ პარტიას 39 მანდატი ერგება. რაც შეეხება კონგრესის წარმომადგენელთა პალატას, იქ უმრავლესობისთვის საჭიროა 218 მანდატი. წინასწარი შედეგებით, „დემოკრატიულ“ პარტიას 171 ადგილი აქვს, ხოლო „რესპუბლიკურს“ – 105.
