გერმანიაში დემოკრატიის მდგომარეობით გამოკითხული მოქალაქეების მხოლოდ მესამედია კმაყოფილი, – ამის შესახებ ნათქვამია ლაიფციგის ავტორიტარიზმის კვლევის ანგარიშში, რომლის შედეგებსაც გერმანული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი 2002 წლიდან ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.
კვლევაში ნათქვამია, რომ გამოკითხულო მოქალაქეებში გერმანული დემოკრატიით კმაყოფილება 22.8%-ის ნიშნულზეა, წინა კვლევაში მაჩვენებელი 29.7% იყო.
ამავდროულად, გამოკითხულთა 89.3%-მა თქვა, რომ მხარს უჭერს თავად დემოკრატიის კონცეფციას. თუმცა ეს ასევე პირველი შემთხვევაა, როდესაც ეს მაჩვენებელი 90%-ზე დაბლა დაეცა.
ამასთან, კლვევის მიხედვით, გამოკითხულთა 34.9% დაეთანხმა განცხადებას, რომ „გერმანია სახიფათოდ არის გადაჭედილი უცხოელებით“, ხოლო კიდევ 24.4%-მა გამოთქვა გარკვეული თანხმობა.
გამოკითხულთა 15.5% დაეთანხმა განცხადებას, რომ „ქვეყანაში ებრაული გავლენა ჯერ კიდევ ძალიან დიდია“, ხოლო კიდევ 21.7%-მა გამოთქვა გარკვეული თანხმობა.
გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 2 500 ადამიანმა, კვლევა მარტ-ივნისის პერიოდში ჩატარდა.
