დავით ფეიქრიშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე ხუთ ადამიანს პატიმრობა შეეფარდა. ადვოკატების განმარტებით, არცერთი მათგანი არ ეთანხმება ბრალდებას, თუმცა დღეს არც პროცესს ესწრებოდნენ და სასამართლოში საკუთარი პოზიციის დაცვას მომავალში აპირებენ.
ბრალდება პროკურატურამ ჯამში 7 ადამიანს წარუდგინა, მათგან ცალკე განიხილება პენიტენციური სამსახურის ყოფილი უფროსისა და გლდანის მე-8 საპატიმრო დაწესებულების ყოფილი დირექტორის საქმე.
საქმე ეხება, ვატო ყიფიანის თხოვნის საფუძველზე, ვატო ყიფიანის, შოთა ყიფიანის, ავთანდილ ბილანიშვილის, პავლე გოცირიძის და დავით კაჭარავას დავით ფეიქრიშვილის საკანში შესახლებას.
გამოძიების ინფორმაციით, მათ ჯგუფურად ფიზიკურად იძალადეს დავით ფეიქრიშვილზე, ძალადობის შედეგად კი დავით ფეიქრიშვილმა მთელ სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიიღო.
კომენტარები
