სუროგაციის გზით 3000-მდე ბავშვი იბადება ქვეყანაში, აქედან 2800-მდე ქვეყნიდან გადის. სტატისტიკამ გვაჩვენა, რომ სფეროს აუცილებელი რეგულაციები ესაჭიროება და პირველ ეტაპზე გადავწყვიტეთ, რომ მთლიანად აიკრძალოს სუროგაცია ქვეყანაში, – განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ.
მისი თქმით, ამ პროცესში, სავარაუდოდ გათვალისწინებული იქნება სხვა ქვეყნების გამოცდილებაც.
„კანონპროექტზე მუშაობისას გამოჩნდება გამოწვევები, სადაც ალბათ გათვალისწინებული იქნება სხვა ქვეყნების გამოცდილებაც. იცით, რომ პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში აკრძალულია სუროგაცია, რამდენიმე ერთეული ქვეყანაა, სადაც სუროგაცია ნებადართულია“, – აღნიშნა ლომინაძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.
კომენტარები
