“iPhone+” ნანუკა ჟორჟოლიანს ქრთამის აღებაში ადანაშაულებს და მაღაზიის ოფიციალურ გვერდზე პოსტს ავრცელებს.
“ნანუკა ჟორჟოლიანმა ქრთამის სახით iPhone მიიღო და iPhone+ ის დისკრედიტაციას შეეცადა !
ხვალ 10 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება სარჩელი ნანუკა ჟორჟოლიანსა და iPhone+ ს შორის, iPhone+ ითხოვს 50 000 ლარს მორალურ ზიანს ჟორჟოლიანისაგან და სიცრუის უარყოფას
მოგეხსენებათ 2015 წლის ბოლოს, ნანუკა ჟორჟოლიანმა ერთ ერთ კომპანიაში (აიტექნიკი) შეიძინა ბრაკი ტელეფონი, მისივე განცხადებით ტელეფონმა 2 დღეც ვერ იმუშავა და არ შეუცვალეს, ხოლო როგორც გაირკვა თურმე ნანუკა ჟორჟოლიანს კი გამოუგზავნია მძღოლი რომ ტელეფონი შეეძინათ iPhone+ ში, თუმცა მძღოლს არევია მაღაზია და უყიდია აიტექნიკში, ამ ყველაფრის გარკვევის შემდეგ ნანუკა ჟორჟოლიანი მივარდა აიტექნიკში და იქედან დასჩუქრებული გამობრუნდა და გაჩუმდა, ხოლო ჩვენთვის ბოდიშიც არ მოუხდია!
მისი განცხადება აიტაცა ნახევარმა თბილისმა , მაგრამ სამაგიეროდ მაღაზია რომ შეეშალა და iPhone+ ში კი არა აიტექნიკში რომ შეიძინა ტელეფონი ეგ აღარ თქვა რადგან სავარაუდოდ დაასაჩუქრეს და გააჩუმეს!
აი ასეთი სამართალია ნანუკას სამართალი, რომელიც მხოლოდ მოჩვენებით ცრემლებს გვაჩვენებს ტელევიზიაში, ხოლო სიმადვილეში გესლს ანთხევს და სრულიად უსაფუძვლოდ დაგვწამა ცილი და ბოდიშის მაგივრად ამ გულქვა და ცილიცმწამებელმა გესლიანმა ადამიანმა, სამართლიანი ადამიანის ნიღაბს ამოფარებულმა ბოროტმა და საშიშმა ადამიანმა, უარყოფის წერილიც კი არ გამოაქვეყნა სადაც რეალობას აღწერდა და სიმართლეს დააფიქსირებდა, ანუ ცილი დაგვწამა და გაიქცა და ვინც მოისყიდა იმათზე ცუდს ვეღარ დაწერდა და ისევ iPhone+ გამოიყვანა დამნაშავედ, ანუ ტყუილი დაგვაბრალა და გაიქცა !
იხილეთ ჟორჟოლიანის განცხადება ქვემოთ, რომელიც iPhone+ ს დააბრალა და რეალურად აღმოჩნდა რომ აიტექნიკში იყიდა! , მიუხედავად ამისა ეს ინფორმაცია აღარ გაავრცელა და საზოგადოებაში დატოვა შელახული იმიჯი iPhone+ ზე ტყუილად და უსამართლოდ, ისე რომ სინდისის ქენჯნა არ ჰქონია, წარმოუდგენელი უსინდისობაა და სისასტიკე, არაადამიანობაა, როდესაც აბრალებ ტყუილს კომპანიას და შემდეგ არ ამბობ რომ ეს ტყუილი იყო და არ ასახელებ იმ კომპანიას ვისაშიც შეგეშალა !
ამიტომაც იმედი გვაქვს სასამართლო მიიღებს ლოგიკურ გადაწყვეტილებას !”.