ქრთამის აღების ფაქტზე, დაკავებულია თბილისის საკრებულოს დეპუტატი – ზურაბ ნეფარიძე. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ.
პრესსამსახურში აცხადებენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დეპუტატი კორუფციის ბრალდებით დააკავეს.
შეგახსენებთ რომ, ზურაბ ნეფარიძე ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2013 წლის იანვარში პოლიტიკური პატიმრის სტატუსით გათავისუფლდა. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში კოალიცია “ქართული ოცნებაში” მოხვდა, როგორც “ეროვნული ფორუმის” წევრი და ნავთლუღის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა. მანამდე ნეფარიძე ადვოკატი იყო და “ნაციონალური მოძრაობის” დროს თაღლითობისათვის დააკავეს. ის შევარდნაძის ხელისუფლების დროს პოლიციაშიც მუშაობდა.
კომენტარები