შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟურნალისტებს ბორჯომის ხეობაში მიმდინარე მოვლენების ობიექტურად და ოპერატიულად გაშუქების გამო მადლობა გადაუხადა.
“დიდი მადლობა მინდა გითხრათ ჟურნალისტებს, იმისთვის, რომ ოპერატიულად აშუქებდით ყველა მოვლენას და საზოგადოებას ჰქონდა იმის საშუალება, რომ ოპერატიულად მიეღო მათთვის სასურველი, ის ობიექტური ინფორმაცია, რომელიც რეალურად სტიქიის ზონაში ხდებოდა”, მიმართა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს.
კომენტარები