პროკურორ ბექა ბეჟაშვილის განცხადებით, ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული საკრებულოს წევრის, ზურაბ ნეფარიძის საქმეში მისი შვილის ჩვენებაც დევს. როგორც პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიებამ ზურაბ ნეფარიძის შვილიც დაკითხა, რომელიც ამბობს, რომ მამამისის მხრიდან ქრთამის აღების შესახებ ინფორმირებული იყო.
„იგი უთითებს, რომ მისთვის ცნობილი იყო, რომ მამაისის მხრიდან დაფიქსირდა დალი მამულაშვილზე ყოველთვიურად 400 ლარის გამორთმევის ფაქტი. ასევე, ის მიუთითებს, რომ თანამშრომელი ფიქტიურად იყო გაფორმებული, რომელზე საკრებულოდან დარიცხული ხელფასი კი თავად ზურაბ ნეფარიძეს ხმარდებოდა“, – განაცხადა ბექა ეჟაშვილმა.
კომენტარები
