შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს ხანძრის გამომწვევი მიზეზების კომენტირებისას განუცხადა, რომ ბორჯომის ხეობაში გამომძიებლების 30-კაციანი ჯგუფი უკვე მუშაობას შეუდგა. მისი ინფორმაციით, უახლოეს მომავალში გამომძიებლები ჩაერთვებიან ასევე აბასთუმანში:
“დღეს, გამომძიებლების 30-კაციანი ჯგუფი უკვე შეუდგა მუშაობას ბორჯომის ზონაში, სულ მალე აბასთუმანშიც ჩაერთვებიან გამომძიებლები. გამოძიება მიმდინარეობს ინტენსიურად, თუმცა რაიმე კონკრეტული არ შემიძლია გითხრათ. რაც შეეხება ვერსიებს, განიხილება ყველანაირი ვერსია, მათ შორის, დივერსია და ყველა სხვა გამომწვევი ფაქტორი”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
კომენტარები
