დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე დასკვნითი სხდომა გაიმართება.
სხდომაზე ბრალდებული საბოლოო სიტყვით მიმართავს სასამართლოს, შემდეგ კი მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი განაჩენის გამოსატანად გავა.
დაკავებულ დეკანოზს ბრალად ედება ანგარების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
კომენტარები
