თემურ ჯანაშიას და მის ადვოკატს მოდულის შენობაში სასამართლოს განჩინება გააცნეს. როგორც თემურ ჯანაშიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, განჩინება ორი წლის წინ სატელეფონო ჩანაწერებს ეხება.
“ეს საქმე შეეხება ორი წლის წინ რაღაც საეჭვო რეპუტაციის მქონე უკრაინულ საიტზე ატვირთულ რაღაც გაუგებარ საუბარს ორ პირს შორის, რომლებმაც ახსენეს ჩემი სახელი და გვარი. აქ, საუბარშივე, ნათლად ჩანს, რომ არაფერი შემხებლობა არა მაქვს ამასთან. მიუხედავად ამისა, ვიყავი დაკითხვაზე სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობის საქმეზე”, – აცხადებს ჯანაშია.
კომენტარები
