თბილისის საქალაქო სასამართლოში მერიის ყოფილი თანამშრომლის ოთარ აბესაძის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
სხდომაზე ბრალდების მტკიცებულების დაშვების საკითხი უნდა განიხილონ. როგორც სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს პროკურორმა ირაკლი მარშანიამ განუცხადა, აღნიშნული მტკიცებულებები არის როგორც აუდიოჩანაწერები, ასევე მოქალაქეთა ჩვენებები, რომელიც პროკურორის განცხადებით, ადასტურებს თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომლის ოთარ აბესაძის ბრალეულობას.
„დღეს მოსამართლე შეაფასებს რამდენად კანონიერად მოიპოვა ბრალდებამ მტკიცებულები. ასევე განიხილავს მტკიცებულებების დაშვების საკითხს, ეს მტკიცებულებებია: მოქალაქეთა ჩვენებები, ასევე ფარული აუდიო ჩანაწერები და სატელეფონო საუბრები, სადაც დასტურდება ოთარ აბესაძის დანაშაული“, – განაცხადა პროკურორმა.
კომენტარები
