შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, აჭარაში, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის და საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების 5 ფაქტი გამოავლინეს. შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა მხილებულების ავტომანქანებიდან უკანონოდ მოპოვებული ხის მორები და სამასალე ფიცრები ამოიღეს.
„გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვისა და ხე-ტყის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტებზე მიმდინარეობს“ , – აცხადებენ შს სამინისტროში.
კომენტარები
